Friday, November 22, 2013

რა ანტივირუსები არსებობს


1)                                                                    კასპერსკი

საქართველოში გავრცელებულია კასპერსკის კომპიუტერის დაცვის პროგრამა, რომელიც დამზადებულია რუსეთში. ასევე გავრცელებულია იგი ევროპაში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში – ევროპაში კასპერსკი ითვლება კომპიუტერის ვირუსებისგან დაცვის ყველაზე დიდ ფირმად. რუსული ფირმის პროდუქტი არის კონკურენტებისაზე იაფი ან საერთოდ უფასო, რაც ხელს უწყობს მის გავრცელებას მსოფლიოში. ‘კასპერსკის ლაბორატორია’ დღეს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების ერთ–ერთ ყველაზე დიდ და ყველაზე წარმატებულ ფირმას რუსეთში. იგი აგრეთვე წარმოადგენს მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითს ასეთ ფირმასა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურს (ეფესბე – კაგებე–ს შთამომავალი) შორის.      
კასპერსკი ყოველწლიურად ყიდის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტ ღირებულების პროდუქტს. მისი მფლობელი პირადად მილიარდერია. ასეთი მასშტაბის ბიზნესის წარმოება რუსეთში შეუძლებელია რუსეთის მთავრობისა და კერძოდ მისი ხელმძღვანელის პუტინის თანხმობის გარეშე. ზოგიერთს რუსეთში კასპერსკის ლაბორატორია უშიშროების სამსახურის ფაქტიურ განყოფილებად მიაჩნია.
რუსეთის უშიშროების სამსახური საჭიროებს ისეთ ელექტრონულ მომსახურებასა და პროდუქტს, რისი სპეციალისტიც არის კასპერსკი. მათ ეს სჭირდებათ როგორც ელექტრონული ჯაშუშობისთვის ასევე საკუთარი ინფრასტრუქტურის დაცვისთვის. ეფესბე–ს კომპიუტერები აღჭურვილია კასპერსკის დაცვის პროგრამებით.
რუსეთში ისეთი პროდუქტის წარმოება და მომსახურების გაწევა, რასაც კასპერსკი მისდევს, შეუძლებელია სახელმწიფო ლიცენზიის გარეშე. ასეთ ლიცენზიებს კი გასცემს რუსეთის უშიშროების სამსახური. ეს უკანასკნელი მხოლოდ ორ ფირმას აძლევს რუსეთის სახელწიფო დაწესბულებათა კომპიუტერების მომსახურების ნებართვას: ‘კასპერსკის ლაბორატორიასა’ და ‘დრ. უებ’–ს. შემდეგ, რუსეთის კანონის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი ნებისმიერი საჯარო თუ კერძო დაწესებულება ვალდებულია უშიშროების სამსახურს დაეხმაროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში (შესაბამისი ანალიზი და დოკუმენტების ასლები შეგიძლიათ იხილოთ აქ). 
კასპერსკი ეხმარება რუსეთის მოკავშირეებს, სახელდობრ ირანსა და სირიას. კასპერსკიმ აღმოაჩინა ამერიკისა და ისრაელის მიერ დამზადებული ვირუსი ‘ფლეიმ,’ რომელიც გაშვებული იყო ირანის ატომური პროგრამის ჩასაშლელად. ირანელებმა თავად ვერაფერი მოუხერხეს ვირუსსს, რომელიც კასპერსკიმ აღმოაჩინა, მისი წარმოშობა დაადგინა და გააუვნებელყო. (ამის შესახებ სტატიების სერია ჰქონდა ‘ნიუ იორკ თაიმსს’). შედარებით ნაკლები წარმატება ჰქონდა კასპერსკის მეორე ასეთ ვირუსთან, ‘გაუს,’ რომელიც მიმართული არის სირიის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, კასპერსკიზე არიან დამოკიდებულნი რუსეთის ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი მოკავშირენი (ვრცელი სტატია ამ და სხვა ფაქტების შესახებ იხილეთ აქ).  
კასპერსკის ფირმა დაარსებულია 1997 წელს. მის შემდეგ მას რამდენიმეჯერ დაემუქრა გაკოტრება, მაგრამ ყოველთვის მოახერხა გადარჩენა – რუსეთის სამთავრობო ცენტრალური ბანკის დახმარებით. კასპერსკის დამოკიდებულება ინტერნეტისადმი (სიტყვის თავისუფლება, ინფორმაციის მიწვდომა და მისთ.) ანალოგიურია იმისა, თუ რასაც რუსეთის მთავრობა ქადაგებს (ამ და სხვა ასპექტების შესახებ იხილეთ სტატია აქ). 


                                                                  ავგ
1)

ანტივირუსები

ანტივირუსი არის პროგრამა, რომელიც გამოიყენება კომპიუტერისათვის საზიანო
პროგრამებისაგან თავის დასაცავდ. დღესდღეობით ტრადიციული ანტივირუსული
პროგრამა არ არის საკმარისი კომპიუტერის დასაცავად ყველა შესაძლო
საფრთხისაგან, როგორიცაა კიბერ თავდასხმები, ბოტნეტები, DdoS თავდასხმები,
ფიშინგი, სპამი და სხვა. კომპიუტერული უსაფრთხოებისათვის პროგრამის
მწარმოებელი კომპანიები ხშირად სთავაზობენ მომხმარებლებს ანტივირუსულ
პროდუქტებს და სერვისებს.
მიუხედავად იმისა თუ რამდენად სრულყოფილია პროგრამა მას შეიძლება
აღმოაჩნდეს სუსტი მხარეებიც. ანტივირულული პროგრამა შეიძლება საზიანო იყოს კომპიუტერის ფუნცქიების შესრულებისათვის. გამოუცდელმა მომხმარებლებმა
შეიძლება არ იცოდნენ ანტივირუსულ პროგრამასთან მუშაობა

ვირუსები

ანტივირუსები – როგორ და რატომ

დღეს, ციფრულ ხანაში, ყველაზე აქტუალური საკუთარი სისტემისა და ინფორმაციის დაცვის პრობლემაა. ბევრისთვის უკვე უცხო არ არის ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ერთი მავნე ფაილის საშუალებით სხვის პირად ცხოვრებაში ჩავყოთ ცხვირი, ვმართოთ სხვისი მანქანები, მოვიპაროთ ინფორმაცია ან თუნდაც ფული და ა.შ., ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი?
თავის დაცვა რამდენიმენაირად შეიძლება, ამ საშუალებებში შედის უბრალოდ კომპიუტერის გამორთვა, ინტერნეტის გათიშვა, ყველა საეჭვო ფაილის შემოწმება და ა.შ., მაგრამ დღეს ყველაზე პოპულარულად მაინც ანტივირუსული პროდუქციის შეძენა (ან გატეხვა :–)) და მოხმარება ითვლება.
დღევანდელი სტატიის მიზანია, გავიგოთ, რას წარმოადგენენ და რამდენ ტიპად იყოფიან ვირუსები და ანტივირუსები, რომელი ანტივირუსია უკეთესი მოცემულ სიტუაციაში და ჰიგიენის რომელი წესები უნდა დავიცვათ ჩვენი საყვარელი კომპის ინფიცირების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად.
მოდით, დავიწყოთ თავიდან – იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა არის ანტივირუსი, ბუნებრივია, უნდა ვიცოდეთ, რა არის ვირუსი :–)
„ვირუსი“, როგორც მას შეცდომით უწოდებენ და Malware (Malicious Software - მავნე პროგრამა)როგორც მას ოფიციალურად ჰქვია, მოიცავს ყველა სახის ბოროტმოქმედ პროგრამებს, ესენია ძირითადად:
  1. ვირუსი – რიგითი კომპ. მომხმარებლისთვის ეს სიტყვა ყველანაირ ცუდ მოქმედებასთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში ეს სახელწოდება განსაზღვრავს მავნე პროგრამების მხოლოდ ერთ ნაწილს – მათ, რომლებიც ფუნქციონირებისთვის მოითხოვენ მომხმარებლის ჩარევას (ანუ მომხმარებელმა უნდა გაუშვას ინფიცირებული ფაილი) და გაშვებისას აზიანებენ სხვა ფაილებსაც.
  2. ჭიაყელა – უფრო ცნობილია, როგორც „ვორმი“ (worm). ის, ვირუსისგან განსხვავებით, მოიცავსMalware–ის იმ ნაწილს, რომელსაც თავისით ფუნქციონირება შეუძლია. ასეთი ტიპის პროგრამები თავისით ახერხებენ ქსელის სკანირებას, დაუცველი მანქანების აღმოჩენას, ამ მანქანებში შეძრომას და საჭირო მანიპულაციების ჩატარებას. ამის შემდეგ მთელი პროცესი თავიდან იწყება. საბოლოო ჯამში ეს მთელი ქსელის ინფიცირებას იწვევს.
  3. Rootkit - ყველაზე საშიში ტიპი :–) ასე
    თი 
    Malware გაშვების შემდეგ ოპერაციულ სისტემას მოდიფიცირებას უკეთებს და ამით ახერხებს სრულად დაიმალოს მომხმარებლის (და ანტივირუსის) თვალისგან.
  4. ტროას ცხენი – საკმაოდ სახალისო და ამავდროულად ზუსტი დასახელებაა :–) ასეთი ტიპის პროგრამები ძალიან წააგვანან თავიანთ ანტიკურ სეხნიას – ტიპიური ტროას ცხენი გამოიყურება, როგორც სრულიად უვნებელი პროგრამა, თუმცა გაშვებისას ცდილობს შეუმჩნევლად შეასრულოს თავისი ბოროტი ზრახვები :–) ის ვირუსისგან განსხვავდება მხოლოდ ერთით – მთლიანად ეყრდნობა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ტექნოლოგიას და, აქიდან გამომდინარე, არ საჭიროებს თვითგავრცელებას (თუმცა მისი ასეთი ნაირსახეობაც არსებობს). ტროას ცხენს ასევე შეუძლია მოამზადოს სისტემა სხვა მავნე ფაილისთვის (მოხსნას გარკვეული დაცვები), ჩამოტვირთოს და გაუშვას მავნე კოდი, „დააზომბიროს“ დაDoS შეტევისთვის გამოიყენოს მანქანა და ა.შ.
  5. Spyware – მოიცავს სარეკლამო ბიზნესისთვის გამოყენებულ მავნე პროგრამებს. ეს ტიპი შეიძლება მიებას ტროას ცხენს ან დაინსტალირდეს უვნებელ პროგრამასთან ერთად. ინსტალირების შემდეგ პროგრამა იწყებს რაიმე პროდუქციის რეკლამირებას ყველა საშუალებით (მაგ. ფანჯრების მოუთხოვნელად ამოყრა – Pop-Up), თუმცაღა შიშის საფუძველი არ არსებობს –ასეთი ტიპის პროგრამა თავისი არსით უვნებელია (გაღიზიანებას თუ არ ჩავთვლით :–)).
  6. BotNet - ამ ტიპის მავნე კოდი სკანირებას უკეთებს ქსელს და იჭრება დაუცველ კომპიუტერებზე (ისევე, როგორც ჭიაყელა), შემდეგ ეშვება და იყენებს კომპიუტერულ რესურსებს მმართველი კომპიუტერიდან მოსული ბრძანებების შესასრულებლად. გამოიყენება ინფიცირებული კომპიუტერების ერთიანი ქსელის შესაქმნელად, რომლის უზარმაზარი რესურსებიც სხვადასხვა საქმიანობისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. უშუალოდ კომპიუტერში მყოფი ინფორმაციის მიმართ ასეთი შეტევა უწყინარია.
  7. KeyLoggers - იგივე Keystroke Loggers, ანუ მომხმარებლის მიერ კლავიატურიდან შეყვანილი ინფორმაციის ჩამწერი. ძალიან ეფექტური საშუალებაა მსხვერპლის პაროლების თუ სხვა ნებისმიერი “კლავიატურული“ ინფორმაციის მოსაპარად. ინსტალაციის შემდეგ ასეთი ტიპის პროგრამები ეშვებიან ჩუმად, იწერენ ყველანაირ აქტივობას, იღებენ Desktop–ის სურათებს და გარკვეული ინტერვალით აგზავნიან ამ ყველაფერს შემქმნელთან.
  8. Dialers - გადაშენებადი ტიპი. ინსტალირების შემდეგ პროგრამა მოდემის საშუალებით რეკავდა ფასიან ნომრებზე, რომლიდან შემოსავლის ნაწილსაც შემქმნელი იღებდა. მოდემების გადაშენების გამო ასეთი Malware ნელ–ნელა ქრება.