1) კასპერსკი
საქართველოში გავრცელებულია კასპერსკის კომპიუტერის დაცვის პროგრამა, რომელიც დამზადებულია რუსეთში. ასევე გავრცელებულია იგი ევროპაში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში – ევროპაში კასპერსკი ითვლება კომპიუტერის ვირუსებისგან დაცვის ყველაზე დიდ ფირმად. რუსული ფირმის პროდუქტი არის კონკურენტებისაზე იაფი ან საერთოდ უფასო, რაც ხელს უწყობს მის გავრცელებას მსოფლიოში. ‘კასპერსკის ლაბორატორია’ დღეს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების ერთ–ერთ ყველაზე დიდ და ყველაზე წარმატებულ ფირმას რუსეთში. იგი აგრეთვე წარმოადგენს მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითს ასეთ ფირმასა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურს (ეფესბე – კაგებე–ს შთამომავალი) შორის.
კასპერსკი ყოველწლიურად ყიდის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტ ღირებულების პროდუქტს. მისი მფლობელი პირადად მილიარდერია. ასეთი მასშტაბის ბიზნესის წარმოება რუსეთში შეუძლებელია რუსეთის მთავრობისა და კერძოდ მისი ხელმძღვანელის პუტინის თანხმობის გარეშე. ზოგიერთს რუსეთში კასპერსკის ლაბორატორია უშიშროების სამსახურის ფაქტიურ განყოფილებად მიაჩნია.
რუსეთის უშიშროების სამსახური საჭიროებს ისეთ ელექტრონულ მომსახურებასა და პროდუქტს, რისი სპეციალისტიც არის კასპერსკი. მათ ეს სჭირდებათ როგორც ელექტრონული ჯაშუშობისთვის ასევე საკუთარი ინფრასტრუქტურის დაცვისთვის. ეფესბე–ს კომპიუტერები აღჭურვილია კასპერსკის დაცვის პროგრამებით.
რუსეთში ისეთი პროდუქტის წარმოება და მომსახურების გაწევა, რასაც კასპერსკი მისდევს, შეუძლებელია სახელმწიფო ლიცენზიის გარეშე. ასეთ ლიცენზიებს კი გასცემს რუსეთის უშიშროების სამსახური. ეს უკანასკნელი მხოლოდ ორ ფირმას აძლევს რუსეთის სახელწიფო დაწესბულებათა კომპიუტერების მომსახურების ნებართვას: ‘კასპერსკის ლაბორატორიასა’ და ‘დრ. უებ’–ს. შემდეგ, რუსეთის კანონის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი ნებისმიერი საჯარო თუ კერძო დაწესებულება ვალდებულია უშიშროების სამსახურს დაეხმაროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში (შესაბამისი ანალიზი და დოკუმენტების ასლები შეგიძლიათ იხილოთ აქ).
კასპერსკი ეხმარება რუსეთის მოკავშირეებს, სახელდობრ ირანსა და სირიას. კასპერსკიმ აღმოაჩინა ამერიკისა და ისრაელის მიერ დამზადებული ვირუსი ‘ფლეიმ,’ რომელიც გაშვებული იყო ირანის ატომური პროგრამის ჩასაშლელად. ირანელებმა თავად ვერაფერი მოუხერხეს ვირუსსს, რომელიც კასპერსკიმ აღმოაჩინა, მისი წარმოშობა დაადგინა და გააუვნებელყო. (ამის შესახებ სტატიების სერია ჰქონდა ‘ნიუ იორკ თაიმსს’). შედარებით ნაკლები წარმატება ჰქონდა კასპერსკის მეორე ასეთ ვირუსთან, ‘გაუს,’ რომელიც მიმართული არის სირიის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, კასპერსკიზე არიან დამოკიდებულნი რუსეთის ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი მოკავშირენი (ვრცელი სტატია ამ და სხვა ფაქტების შესახებ იხილეთ აქ).
კასპერსკის ფირმა დაარსებულია 1997 წელს. მის შემდეგ მას რამდენიმეჯერ დაემუქრა გაკოტრება, მაგრამ ყოველთვის მოახერხა გადარჩენა – რუსეთის სამთავრობო ცენტრალური ბანკის დახმარებით. კასპერსკის დამოკიდებულება ინტერნეტისადმი (სიტყვის თავისუფლება, ინფორმაციის მიწვდომა და მისთ.) ანალოგიურია იმისა, თუ რასაც რუსეთის მთავრობა ქადაგებს (ამ და სხვა ასპექტების შესახებ იხილეთ სტატია აქ).
ავგ
1)
ავგ
1)
No comments:
Post a Comment